Thumbnail

Samsung-ის ახალ ტელევიზორს 8K რეზოლუციის „უსაზღვრო ეკრანი“ აქვს

  • ტელევიზორი აღჭურვილია 8K რეზოლუციის QLED ეკრანით.
  • მოწყობილობას გამოსახულების სინათლის ნაკადის ავტომატური დარეგულირება შეუძლია. 

კომპანია Samsung-მა ახალი თაობის ტელევიზორი გამოუშვა, რომლის ეკრანი მსგავსი მოწყობილობების წარმოების მიმართულებით, ახალ სტადარტს აწესებს. გარდა 8K რეზოლუციის QLED ეკრანისა, ტელევიზორის მონიტორს ჩარჩოები პრაქტიკულად არ აქვს - ეს ე.წ უსაზღვრო ეკრანია, რომელის ეფექტი გამოსახულებას მეტად შთამბეჭდავს ხდის. 

ტელევიზორის კიდევ ერთი მახასიათებელი ფერებისა და სინათლის ნაკადის ავტომატური დარეგულირების ფუნქციაა. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, გამოსახულების სიკაშკაშე  გარემოსთან ადაპტირდება და არსებული განათების მიხედვით, იცვლება ეკრანის სინათლეც და კონტრასტიც. 

დაანონსებული პროდუქტის შესახდებ, ამ ეტაპზე, დამატებითი დეტალები არ არის ცნობილი. Samsung მოწყობილობას მასშტაბურ ტექნოლოგიურ გამოფენაზე - CES 2020-ზე 10 იანვრამდე წარადგენს. სწორედ მის ოფიციალურ პრეზენტაციაზე დასახელდება ტელევიზორის გამოსვლის თარიღი და ფასი. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები