Thumbnail

Starlink-ის მისიის ფარგლებში, Space X ორბიტაზე კიდევ 60 სატელიტს უშვებს

  • ამ გაშვების შემდეგ, Space X-ს ორბიტაზე სულ 180 სატელიტი ეყოლება. 
  • საბოლოო გეგმის მიხედვით, სატელიტების რიცხვი 42,000-მდე უნდა გაიზარდოს. 

კომპანია Space X სატელიტური ინტერნეტის პროგრამის -  Starlink-ის მისიის ფარგლებში, 60 ახალ სატელიტს გაუშვებს. სატელიტები ორბიტაზე გაშვება 7 იანვრის დილას, 06:20-ზე დაიწყება. ეს პროცესი Youtube-ის პლატფორმაზე პირდაპირ რეჟიმში გადაიცემა და ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს, თვალი მიადევნოს მისიის კიდევ ერთ ეტაპს. თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, Space X-ს ორბიტაზე სულ 180 ხომალდი ეყოლბა. 

მიუხედავად იმისა, რომ Starlink-ის მისია კეთილ მიზნებს ემსახურება და დედამიწისათვის გლობალურ, სატელიტურ ინტერნეტ პროვაიდერს უზრუნველყოფს, პროექტის ირგვლივ მაინც არსებობს გარკვეული შენიშვნები. ამერიკის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს ასტრონომებმა შენიშნეს, რომ Starlink-ის თანამგზავრები ჩეულებრივზე მეტად ანათებენ. მათი ორბიტაზე ყოფნა კი, მეცნიერებისათვის კოსმოსის დაკვირვების პროცესში, შესაძლოა, დაბრკოლებად იქცეს. აღნიშნული მითითების შემდეგ, Space X-მა გამოსავალი მოძებნა - კომპანიამ ერთ-ერთი სატელიტის ზედაპირის ნაწილი სპეციალური მატერიით დაფარა. მატერია ხომალდს ორბიტაზე ყოფნისას დააბნელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება Starlink-ის სპეციალისტების მხრიდან ერთგვარი სატესტო ნაბიჯია, რომელიც სამომავლოდ, სავარაუდოდ, სხვა სატელიტებზეც გავრცელდება. 

Starlink-ის პროექტი ილონ მასკმა პირველად 2015 წელს დააანონსა. მისი განმარტებით, სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი მთელს დედამიწას დაფარავდა, რაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლემას აღმოფხვრიდა. პროექტის ფარგლებში, Space X აპირებს , 2020 წლისათვის 12,000 სატელიტი გაუშვას. საბოლოო გეგმის მიხედვით კი, ამ სატელიტების რიცხვი 42,000-მდე უნდა გაიზარდოს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები