Thumbnail

Mercedes-Benz-მა ფილმ AVATAR-ის თემატური ავტომობილის კონცეფცია წარადგინა

  • Mercedes-Benz-მა ავტომობილის დიზაინზე ფილმის რეჟისორთან - ჯეიმზ კამერონთან ერთად იმუშავა. 
  • Vision AVTR აღჭურვილია სფეროსებური, ფუტურისტული დიზაინის ბორბლებით.

Mercedes-Benz-მა  CES 2020-ზე ავტომობილის კონცეფცია წარადგინა, რომელიც 2009 წლის ცნობილი ოსკაროსანი ფილმის, AVATAR-ის შთაგონებით შეიქმნა. კომპანიამ მოდელს სახელიც შესაბამისად შეურჩია  -  Vision AVTR. ავტომწარმოებელმა მანქანის დიზაინზე ფილმის რეჟისორთან - ჯეიმზ კამერონთან ერთად იმუშავა. 

Vision AVTR-ის კონცეფცია მომავლის მანქანის ყველა დეტალს აერთიანებს -  ფუტურისტული დიზაინი, ავტომობილში ინტეგრირებული ინოვაციური ტექნოლოგიები, ავტომატური მართვის მექანიზმები. დეტალი, რამაც აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო, მანქანის კორპუსზე განლაგებული უცნაური ვიზუალის მოძრავი დეტალებია. კომპანიის წარმომადგენლებმა ეს დეტალები ე.წ. „ბიონიკური ფარფლების“ სახელით წარადგინეს.  Mercedes-Benz-ის განმარტებით, ისინი მანქანის გარეთ მყოფ ხალხთან საკომუნიკაციო ფუნქციას შეასრულებს. Vision AVTR-ის კიდევ ერთი მახასიათებელი მისი სფეროსებური  ბორბლებია, რომლებიც ასევე ფილმით არის შთაგინებული - უფრო კონკრეტულად კი, პანდორას მისტიკური ქმნილებებით. 

აღსანიშნავია, რომ ავტომობილის კონცეფციების წარგენა, ყოველთვის არ გულისხმობს მის რეალობაში განხორციელებას და ახალი მოდელის დაანონსებას. ამ შემთხვევაშიც, Vision AVTR ავტომწარმოებლის ერთგვარი საიმიჯო, მარკეტინგული პროექტია. Mercedes-Benz-მა მსოფლიოს შესთავაზა ვიზუალიზაცია, თუ როგორი იქნება მომავლის ავტომობილით მგზავრობა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები