Thumbnail

Ballie - მრავალფუნქციური სახლის რობოტი Samsung-ისგან

  • Ballie-ის სისტემაში ინტეგრირებულია სახლის მართვის ასისტენტი.
  • მოწყობოლობა საცხოვრებელში უსაფრთხოების სისტემასაც ანაცვლებს.

Samsung-მა სამომხმარებლო ტექნოლოგიების გამოფენა CES 2020-ზე ახალი ინოვაციური პროდუქტი  წარადგინა. Ballie - ასე ჰქვია ბურთის ფორმის რობოტს, რომელიც მრავალფუნქციური ასისტენტია. ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი მოწყობილობა მფლობელს არაერთი მიმართულებით გაუწევს დახმარებას -  Ballie-ის სისტემაში ინტეგრირებულია ჭკვიანი სახლის მართვის ასისტენტი, ფიტნეს-დამხმარე, ჭკვიანი სპიკერი. მოწყობოლობა სახლში უსაფრთხოების სისტემასაც უზრუნველყოფს.

პრეზენტაციისას, სცენაზე მოწყობილობის დემო ვერსია წარადგინეს, თუმცა, ის უკვე მრავალმხრივ გამართული და ფუნქციურია. Samsung-ის წარმომადგენელმა რობოტის შესაძლებლობების დემონსტრაციისას აუდიტორიას აჩვენა, თუ როგორ რეაგირებს რობოტი ადამიანის ხმაზე - ასრულებს მის მითითებებს, აგროვებს შესაბამის ინფორმაციას , ამუშავებს მას და სურვილის შემთხვევაში, ამ ინფორმაციას მფლობელს აწვდის. 

როგორც პრეზენტაციისას გაირკვა, Samsung-მა  აქამდე გამოშვებული სახლის რობოტებისა და დამხმარე ასისტენტების თითქმის ყველა ფუნქცია Ballie-ში გააერთანა. კომპანიას პრეზენტაციაზე არ დაუსახელებია რობოტის გამოსვლის თარიღი. უცნობია მოწყობილობის ფასიც, თუმცა, Ballie კომერციული პროდუქტია, რომელიც გამოსვლის შემდეგ, ტექნოლოგიურ ბაზარზე ჩაეშვება და კერძო მყიდველებისათვის ხელმისაწვდომი იქნება. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები