Thumbnail

Samsung-მა ვიდეო თამაშებისათვის განკუთვნილი მონიტორი წარადგინა

  • მონიტორს ტექნოლოგიურმა მიმომხილველებმა 49-დიუმიანი QLED მონსტრი უწოდეს. 
  • Odyssey G9-სთან ერთად, გამოვა შედარებით ბიუჯეტური მოდელიც - Odyssey G7.

CES 2020-ზე Samsung-მა კიდევ ერთი პროდუქტი წარადგინა. Odyssey G9 - ასე ჰქვია კომპანიის ახალ, ულტრაგანიერ სათამაშო მონიტორს, რომელიც ვიდეო თამაშების მოყავრულებს დიდ შესაძლებლობებს და შთამბეჭდავ გამოცდილებას ჰპირდება. 49-დიუმიანი QLED მონსტრი - სწორედ ასე შეაფასეს ტექნოლოგიურმა ექსპერტებმა ახალი მონიტორი. 

მონიტორი აღჭურვილია 5120x1440 რეზოლუციის ეკრანით, რეაგირების დრო 1 მილიწამია, ხოლო განახლების მაჩვენებელი - 240Hz. როგორც კომპანია Samsung-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ყველა ტექნიკური მაჩვენებლის გათვალისწინებით, Odyssey G9 განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც კიბერ სპორტით არის დაინტერესებული. 

Samsung-ს მონიტორის გამოსვლის თარიღი და ფასი ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლებმა დააანონსეს, რომ Odyssey G9-სთან ერთად, გამოვა შედარებით ბიუჯეტური მოდელიც - Odyssey G7. ტექნოლოგიურ ბაზარზე Odyssey G7-ის  ორი ვერსია ჩაეშვება, რომლებსაც ერთმანეთისგან ეკრანის მოცულობა განასხვავებს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები