Thumbnail

მეცნიერებმა მახლობელი გალაქტიკიდან იდუმალი რადიო სიგნალები დააფიქსირეს

  • სპეციალისტებისათვის ამ დრომდე ამოუხსნელია, თუ რა გზით და როგორ გარემოში წარმოიშვა აღნიშნული ძლიერი რადიო სიგნალები. 
  • გალაქტიკა, საიდანაც სიგნალები დაფიქსირდა, დედამიწიდან ნახევარი მილიარდი სინათლის წელიწადით არის დაშორებული

მეცნიერებმა მახლობელი გალაქტიკიდან, ამოუხსნელი რადიო სიგნალების დაჭერა შეძლეს. ასტრონომების განცხადებით, ეს გალაქტიკა ძალიან ჰგავს ჩვენსას. აღნიშნული აღმოჩენის კვლევამ, შესაძლოა, ჩვენს სამყაროსაკენ მომართული დიდი ენერგული ტალღების ფენომენი ახსნას და უცხოპლანეტელების არსებობასთან დაკავშირებულ კითხვებს მეცნიერული პასუხი გასცეს. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მეცნიერებმა მსგავსი იდუმალი სიგნალები დააფიქსირეს. მათი წყაროს დადგენა სულ ოთხჯერ მოხერხდა, ეს აღმოჩენა კი მეხუთე შემთხვევაა. აღმოჩენის შესახებ, სამეცნიერო ჟურნალ NATURE-ში მოხსენება გამოქვეყნდა. კვლევაში ჩართული ერთ-ერთი მეცნიერის განმარტებით, სპეციალისტებისათვის ამ დრომდე გაურკვეველია, თუ რა გზით და როგორ გარემოში წარმოიშვა აღნიშნული ძლიერი რადიო სიგნალები. 

ასტრონომებმა აღმოჩენას FRB ​180916 უწოდეს. გალაქტიკა, საიდანაც სიგნალები დაფიქსირდა, დედამიწიდან ნახევარი მილიარდი სინათლის წელიწადით არის დაშორებული. ის ყველაზე ახლობელი გალაქტიკაა, საიდანაც აქამდე მსგავსი სიგნალები დაფიქსირებულა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები