Thumbnail

Warner Bros. სტრატეგიულ მრჩევლად ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს

  • ხელოვნური ინტელექტი ახალი პროექტების წარმატების ალბათობას გამოთვლის.
  • ალგორითმი შესაბამის პროგნოზებს არსებული მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე აკეთებს.

კინოსტუდია Warner Bros.-მა ლოს-ანჯელესში დაარსებულ სტარტაპთან - Cinelytic-თან შეთანხმებას მოაწერა ხელი. კონტრაქტის მიხედვით, Cinelytic-ის შემუშავებული ალგორითმი კინოსტუდიას ახალი პროექტების წარმატების ალბათობას გამოუთვლის. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე კი, Warner Bros. ფილმების გადაღებასა და კინოგაქირავებაში ჩაშვებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს გადაწყვეტს. 

Cinelytic-ის ხელმძღვანელმა, ტობიას ქეისერმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა - „უნდა გავიაზროთ, რომ ხელოვნური ინტელექტი არ არის მოცემულობა, რომელსაც კრეატიული გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია - ალგორითმი არსებული მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე გვაძლევს შესაბამის პროგნოზებს.“ რამდენადაც, მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა, არსებობს ვარაუდი, რომ  ახალი „სტრატეგიული მრჩეველი“  Warner Bros.-ს კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოუტანს. 

ტექნოლოგიური ექსპერტების დიდი ნაწილი Warner Bros.-ის გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებს. მათ  მიაჩნიათ, რომ ალგორითმი წვრთნის პროცესს ყოველთვის წარსულში არსებული მონაცემებით გადის, შესაბამისად, სამომავლო პერსპექტივების განჭვრეტაში, შესაძლოა, სუსტი აღმოჩნდეს. გარდა ამისა, ხელოვნურმა ინტელექტმა ქსელში გავრცელებულ ინფორმციაზე დაყრდნობით, შესაძლოა, ისეთი ბანალური რჩევა მისცეს კომპანიას, რომელსაც გამოცდილების საფუძველზე, ადამიანური გონებაც მარტივად დაასკვნის. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები