Thumbnail

Panasonic-მა სტიმპანკით შთაგონებული VR სათვალე წარადგინა

  • ვირტუალური რეალობის სათვალე აღჭურვილია მიკრო OLED პანელებით.
  • Panasonic-ის VR სათვალეს მაღალი დინამიურობის მქონე დიაპაზონის (HDR) მხარდაჭერა აქვს. 

ვირტუალური რეალობის სათვალეები დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, უმეტესობა მათგანი დიდი ზომის და მოუხერხებელი ფორმის არის. იაპონურმა კომპანია Panasonic-მა მოწყობილობის დიზაინზეც იზრუნა და CES 2020-ზე სტიმპანკის ჟანრით შთაგონებული VR სათვალე წარადგინა. 

გარდა ვიზუალისა, მოწყობილობა ტექნიკურადაც ინოვაციურია. ვირტუალური რეალობის სათვალე აღჭურვილია მიკრო OLED პანელებით და ულტრა მაღალი რეზოლუციის გამოსახულებას უზრუნველყოფს. როგორც პრეზენტაციისას Panasonic-ის წარმომადგენელმა განაცხადა, ეს არის პირველი VR სათვალე, რომელსაც მაღალი დინამიურობის მქონე დიაპაზონის (HDR) მხარდაჭერა აქვს. 

Panasonic-მა მოწყობილობისათვის სპეციალური აუდიო სისტემაც შექმნა. დინამიური აუდიო სისტემა დაახლოებით იმავე ტექნოლოგიით არის შექმნილი, როგორსაც მაღალი ხარისხის უსადენო ყურსასმენებში იყენებენ. როგორც პრეზენტაციიდან გაირკვა, Panasonic აღნიშნული სათვალის წარმოებას და მის ტექნოლოგიურ ბაზარზე ჩაშვებას არ აპირებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები