Thumbnail

„არტემისის“ მისიის ფარგლებში აგებული რაკეტა სატესტო ეტაპზე გადადის

  • რაკეტა სიმაღლეში 30-სართულიან შენობაზე მაღალია.
  • ხომალდი ამერიკის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს დავალებით,  Boeing-მა ააგო.

როგორც უკვე ცნობილია, ამერიკის ეროვნული კოსმოსური სააგენტო მთვარეზე კიდევ  ერთხელ დაბრუნდება. მისია სახელწოდებით „არტემისი“ 2024 წელს დაიწყება. ასტრონავტებს მთვარემდე ნასას მეგა-რაკეტად წოდებული კოსმოსური ხომალდი მიიყვანს. ოფიციალური ინფორმაციით, რაკეტა ტექნიკურად სრულად მზად არის და სატესტო რეჟიმზე გადადის. 

რაკეტა სიმაღლეში 30-სართულიან შენობაზე მაღალია. ხომალდი ამერიკის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს დავალებით, უმსხვილესმა საავიაციო და თავდაცვის ტექნიკის მწარმოებელმა კორპორაცია Boeing-მა ააგო. ნასას განცხადებით, რაკეტა ტესტირებას მისისიპიში გაივლის. 

„არტემისის“ პროგრამა ამერიკის ეროვნული კოსმოსური სააგენტოსათვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ისტორიული მისიაა. ეს იქნება შემთხვევა, როცა 1972 წლის შემდეგ, ნასას ასტრონავტები პირველად ესტუმრებიან მთვარეს.  აღსანიშნავია, რომ მთვარეზე მხოლოდ 12 ადამიანია ნამყოფი და ყველა მათგანი კაცი იყო. „არტემისის“ მისია კი იქნება პირველი შემთხვევა, როცა დედამიწის თანამგზავრზე ქალი ასტრონავტები დაადგამენ ფეხს. 

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები