Thumbnail

JBL-მა მუსიკალური პროდიუსერებისათვის შექმნილი ყურსასმენების სერია გამოუშვა

  • კომპანიამ ყურსასმენების სამი ვერსია წარადგინა.
  • სერიის ყველაზე ძვირადღირებული მოდელის - The CLUB ONE-ის ფასი 350 დოლარია.

აუდიო აქსესუარების მწარმოებელმა კომპანია JBL-მა ახალი პროდუქტი წარადგინა - ყურსასმენები, რომელიც სპეციალურად DJ-ებისათვის და მუსიკალური პროდიუსერებისათვის შეიქმნა. ყურსასმენები აღჭურვილია ხმაურის ჩამხშობი ტექნოლოგიით, Bluetooth-ით და სხვა მაღალტექნოლოგიური ფუნქციებით. 

ელექტრონული მუსიკის დაკვრისას, ან  სტუდიაში ჩაწერისას, არტისტები ყურსასმენებს ისეთი ძირითადი მახასიათებლების მიხედვით არჩევენ, როგორიც არის სასმენი აპარატის კომფორტი, გამძლეობა, სიხშირეებზე რეაგირების მაჩვენებელი, ხმის იზოლაცია.  JBL-ის განმარტებით კომპანიამ ყველა საჭიროება ერთ სერიაში გააერთიანა. შესაბამისად პროდუქტის პოტენციური მომხმარებლები სწორედ ის მუსიკოსები არიან, რომლებიც ხმისჩამწერ სტუდიებში მუშაობენ და კლუბებში ხალხმრავალი აუდიტორიისათვის უკრავენ.

ყურსასმენების  აღნიშნული მოდელი JBL-მა სამ ვერსიად გამოუშვა, სერიას კი, სამიზნე აუდიტორიის შესაბამისი სახელი - CLUB უწოდა. სერიის ყველაზე ძვირადღირებული მოდელია The CLUB ONE, რომლის ბატარეა, ხმაურის ჩამხშობი ფუნქციის აქტივაციის პირობებში, 23 საათს ძლებს. ამ მოდელის ფასი 350 ამერიკული დოლარია.  დანარჩენი ორი მოდელის ფასი კი $150-დან, $250-მდე მერყეობს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები