Thumbnail

Google Assistant სტატიების წაკითხვას 42 ენაზე შეძლებს

  • ფუნქციით სარგებლობას ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონების მომხმარებლები შეძლებენ.
  • Google Assistant-ის დაანონსებული შესაძლებლობების დემონსტრაციისთვის კომპანიამ პრომო ვიდეო გამოაქვეყნა.

სამომხმარებლო ელექტროტექნოლოგიების გამოფენაზე(CES 2020) ტექნოლოგიური სექტორის გიგანტმა კომპანია Google-მა აუდიტორიას ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქცია წარუდგინა. Google Assistant სტატიების წაკითხვას 42 სხვადასხვა ენაზე შეძლებს. ფუნქციით სარგებლობას ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონების მომხმარებლები შეძლებენ.

თუ ხელოვნურ ინტელექტს მიმართავთ ხმოვანი სიგნალით - „Hey Google, read this" - Google Assistant ეკრანზე გახსნილ ფანჯარაში მთავარ ტექსტს ავტომატურად მოძებნის და მის გახმოვანებას მითითებულ ენაზე დაიწყებს. კომპანიის განცხადებით, ციფრულ მასალას ინეტრნეტ მომხმარებლები, ძირითადად, ჭკვიანი ტელეფონების მეშვეობით კითხულობენ, სწორედ ამიტომ, ახალი ფუნქცია განსაკუთრებით დროული და პრაქტიკულია. 

Google-ის განცხადებით, აღნიშნული ფუნქციის აქტივაცია 2020 წელს იგეგმება, თუმცა, კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა. კომპანიამ Google Assistant-ის დაანონსებული შესაძლებლობების დემონსტრაციისა და მომხმარებლის ინფორმირებისათვის, პრომო  ვიდეოც გამოაქვეყნა. 

კომენტარები

ბოლო ამბები