Thumbnail

მეცნიერების განცხადებით, მარსიდან წყალი მოსალოდნელზე სწრაფი ტემპით ორთქლდება

  • მეცნიერებმა ინფორმაცია Trace Gas Orbiter-ის ხომალდისაგან მიიღეს.
  • წყალი განსაკუთრებით სწრაფი ტემპით, პლანეტის თბილ და ქარიშხლიან სეზონებზე ორთქლდება.

მეცნიერების განცხადებით, მარსის ზედაპირიდან წყალი სწრაფი ტემპით უჩინარდება. ახალი კვლევის შედეგები ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა. კვლევის ავტორების თქმით, წყალი იმაზე სწრაფად ქრება წითელი პლანეტიდან, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. 

წყლის მასა თანდათანობით ქრება მაშინ, როდესაც მზის სხივები და ქიმიური პროცესები წყლის მოლეკულებს წყალბადის და ჟანგბადის ატომებად გარდაქმნიან. როდესაც წყლის მოლეკულები იშლება, მარსის სუსტი გრავიტაცია ვერ ახერხებს მათ შენარჩუნებას და ისინი კოსმოსში იფანტება.

კვლევა Trace Gas Orbiter-ის ხომალდისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩატარდა. მეცნიერების განმარტებით, წყალი განსაკუთრებით სწრაფი ტემპით, პლანეტის თბილ და ქარიშხლიან სეზონებზე ორთქლდება. სხვადასხვა მეცნიერულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ წითელი პლანეტა ერთ დროს გაცილებით ტენიანი იყო, ვიდრე ის ახლაა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები