Thumbnail

ნასას 17 წლის სტაჟიორმა ახალი პლანეტა აღმოაჩინა

  • აღმოჩენილი ციური ობიექტი დედამიწიდან 1,300 სინათლის წელიწადით არის დაშორებული.
  • ახალი პლანეტა დედამიწაზე 6.9-ჯერ დიდია.

17 წლის მოზარდმა, ამერიკის ეროვნულ კოსმოსურ სააგენტოში სტაჟირების მესამე დღეს, მზის სისტემის მიღმა ახალი, აქამდე უცნობი პლანეტა აღმოაჩინა. აღმოჩენილი ციური ობიექტი დედამიწიდან 1,300 სინათლის წელიწადით არის დაშორებული.

აღმოჩენის ავტორი ნიუ-იორკელი ვოლფ ქუკიერია. ქუკიერმა პლანეტა მაშინ აღმოაჩინა, როცა ნასას ერთ-ერთი ტელესკოპიდან დაკვირვებას აწარმოებდა. მას დავალებული ჰქონდა შეესწავლა, თუ როგორ გადალახავდა ორი ვარსკვლავი ბილიკს და გამოიწვევდა დაბნელებას. სწორედ ამ დროს, სტაჟიორმა შენიშნა, რომ ამ ორი ვარსკვლავის ორბიტაზე სინათლეს რაღაც ბლოკავდა. სწორედ ასე აღმოაჩინა ქუკიერმა ახალი პლანეტა. 

პლანეტის შესწავლის შემდეგ, ნასას მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ციური ობიექტი დედამიწაზე 6.9-ჯერ დიდია და მახასიათებლების მიხედვით, მსგავსი ტიპის მე-13 პლანეტაა, რაც კი ოდესმე აღმოჩენილა. 

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები