Thumbnail

CES 2020-ზე სერიალ WESTWORLD-ის თემატური საღამო გაიმართა

  • ღონისძიება დახურული ვახშმის ფორმატით გაიმართა.
  • საღამოს ორგანიზატორებმა სტუმრებს Westworld-ის ფიქციური კომპანიის - Incite-ის თანამშრომლების როლი მოარგეს. 

ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრმა განსხვავებული მნიშვნელობა შეიძინა. ყველაფერი, რასაც ამ ჟანრის სერიალებსა და ფილმებში ვხედავთ, მხოლოდ მცირედით განსხვავდება თანამედროვე სამყაროს რეალობისგან. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ სატელევიზიო შოუების და კინოსურათების სცენარებმა ტექნოლოგიურ სექტორზე იდეური გავლენა მოახდინა.

როგორც აღმოჩნდა, HBO-ს სერიალმა Westworld-მა წლის მთავარი ტექნოლოგიური გამოფენის - CES 2020-ის ორგანიზატორებიც შთააგონა. სწორედ Westworld-ის თემატურ  შეხვედრას დაეთმო CES-ის ერთი საღამო, რომელსაც წამყვანი ტექნოლოგიური გამოცემების ჟურნალისტები, youtube-ის ცნობილი ვლოგერები და ექსპერტები ესწრებოდნენ. 

ღონისძიება დახურული ვახშმის ფორმატით გაიმართა. საღამოს კონცეფცია აგებული იყო ფიქციურ კომპანია Incite-ზე, რომელსაც მაყურებელი Westworld-ის ახალ სეზონში იხილავს. ვახშმის სტუმრებს სწორედ ამ ტექნოლოგიური კომპანიის თანამშრომლების როლი მოარგეს და სხვადასხვა აქტივობაში ჩართეს. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს,  საღამოზე სერიალის სიუჟეტით შთაგონებული საჩუქრებიც მიიღეს. ღონისძიების სტუმრების შეფასებით, თემატური ვახშამი CES 2020-ის ყველაზე უცნაური, თუმცა, ამავდროულად, ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები