Thumbnail

Hummer შესაძლოა, ელექტრო ავტომობილის სახით დაბრუნდეს

  • გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის ოფიციალური წარდგენა Super Bowl-ის მიმდინარეობისას იგეგმება.
  • მოდელი ავტობაზარზე, სავარაუდოდ, 2022 წლიდან ჩაეშვება.

როგორც გამოცემა the wall street journal იუწყება,  კომპანია General Motors აპირებს Hummer-ის ელექტრო ვერსია გამოუშვას. მედიის ინფორმაციით, ელექტრომობილის ოფიციალური დაანონსება შეერთებული შტატების ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის - Super Bowl-ის მიმდინარეობისას იგეგმება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკულტო მანქანის ახალი ვერსიის წარმდგენი ცნობილი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი იქნება.

მედიის ინფორმაციით, Hummer-ის ახალი მოდელი გაყიდვაში 2022 წლიდან ჩაეშვება. Hummer-ის როგორც ბრენდის ხელახლა დაბრუნენა არ იგეგმება, მისი ელექტრო ვერსია General Motors-ის კომპანიის ბრენდის ქვეშ გამოვა. 

Hummer 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი იყო, რომელიც სპორტული უნივერსალების და სატვირთოების მოდელებს აწარმოებდა. ბრენდმა არსებობა 2009-2010 წლებში შეწყვიტა, მიზეზი General Motors-ის იმდროინდელი ფინანსური პრობლემები იყო. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები