Thumbnail

Coachella 2020-ზე ვირტუალური პოპ ვარსკვლავი - Hatsune Miku იმღერებს

  • Hatsune Miku 16 წლის ჰუმანოიდური ანიმე პერსონაჟია.
  • ჰოლოგრამული მუსიკოსი სინთეზატორული აპლიკაციის, Vocaloid-ის მეშვეობით მღერის.

Hatsune Miku ვირტუალური პოპ ვარსკვლავია, რომელიც უკვე მრავალი წელია საკმაოდ პოპულარულია. Hatsune Miku 16 წლის ჰუმანოიდური ანიმე პერსონაჟია, რომელიც  სპეციალური პროგრამის -  სინთეზატორული აპლიკაციის, Vocaloid-ის მეშვეობით მღერის. ვირტუალური პოპ ვარსკვლავი, ამჯერად, ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ფესტივალის, Coachella 2020-ის ერთ-ერთი მონაწილეა. 

ჰოლოგრამული მუსიკოსის თავდაპირველი ვერსია 2007 წელს შეიქმნა. ვოკალოიდურ პროგრამაზე იაპონურმა კომპანია Crypton Future Media-მ იმუშავა. Hatsune Miku მალევე იქცა მსმენელთა გარკვეული წრის კულტად. უკანასკნელი წლების განმავლობაში, მის კონცერტებზე უკლებლივ ყველა ბილეთი იყიდება. 

Hatsune Miku უნიკალური სტილის ვირტუალური მუსიკოსია, რომელიც გარდა სიმღერისა, სასცენო შესრულების უნარებსაც ფლობს. იმ ფაქტმა, რომ ის ერთადერთი პროგრამული პოპ ვარსკვლავია, Hatsune Miku ფენომენად აქცია არამხოლოდ იაპონიაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. აღსანიშნავია, რომ ჰოლოგრამული პოპ ვარსკვლავის მუსიკალური წარმოდგენა 2017 წელს თბილისში, SOU ფესტივალის ფარგლებშიც გაიმართა. 2020 წელს კი, Hatsune Miku ასიათასობით მსმენელის წინაშე, Coachella-ს ფესტივალზე წარსდგება. 

კომენტარები

ბოლო ამბები