Thumbnail

იაპონელი მილიარდერი მთვარეზე ტურისტული ფრენისათვის ქალ პარტნიორს ეძებს

  • Space X-ის მთვარის მისია 2023 წელს არის დაგეგმილი.
  • იაპონელი მილიარდერი პარტნიორის შერჩევას ვებ-გვერდზე განთავსებული ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით აპირებს.

იაპონელი მილიარდერი, იუსაკუ მაეზავა პირველი ადამიანი იქნება, რომელიც Space X-ის ტურირტული ფრენის მისიით, მთვარეზე გაემგზავრება. როგორც აღმოჩნდა, 44 წლის მაეზავა, პარტნიორ ქალს ეძებს, რომელიც მას მთვარის გარშემო მოგზაურობაში გაჰყვება. 

Space X-ის მთვარის მისია 2023 წელს არის დაგეგმილი. 1972 წლის შემდეგ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ადამიანები დედამიწის თანამგზავრისაკენ აიღებენ გეზს. Space X-ის მისია არ უნდა აგვერიოს NASA-ს „არტემისის" პროგრამაში, რამდენადაც ეს უკანასკნელი კოსმონავტებს ჩაიყვანს მთვარეზე, Space X კი მსურველებს კომერციული ხომალდის მეშვეეობით, მთვარის ორბიტაზე ტურისტულ მოგზაურობაში ეპატიჟება. 

იუსაკუ მაეზავა სწორედ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც Space X-ის პროგრამაში ჩართვის სურვილი გამოთქვა. ახლა კი, როგორც თავად ამბობს, სურს ეს დაუვიწყარი გამოცდილება განსაკუთრებულ ქალთან ერთად გაიზიაროს. მაეზავა პარტნიორის შერჩევას ვებ-გვერდზე განთავსებული ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით აპირებს. რაც არ უნდა კომიკურად ჟღერდეს, მილიარდერს მომავალი შეყვარებულის შერჩევის საკონკურსო წესები დეტალურად აქვს გაწერილი - მსურველებმა აპლიკაცია 17 იანვრამდე უნდა შეავსონ. იუსაკუ მაეზავა საბოლოო არჩევანს მარტის ბოლოს გაასაჯაროვებს. რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს, შემდეგია - მონაწილე უნდა იყოს 20 წელზე მეტის, მარტოხელა, მხიარული და აინტერესებდეს კოსმოსში მოგზაურობა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები