Thumbnail

SAMSUNG-ის ახალი სმარტფონის სახელწოდება, სავარაუდოდ, Galaxy Bloom იქნება

  • Galaxy Bloom, სავარაუდოდ, 845 დოლარი ეღირება.
  • გავრცელებული ინფორმაციით, Galaxy Bloom ვიდეოს 8K გამოსახულებით გადაიღებს.

რამდენიმე თვეა, ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია Samsung-ის ახალ სმარტფონზე. ეს არის ვერტიკალურად გასაშლელი Galaxy სერიის ჭკვიანი მობილური მოწყობილობა, რომელთან დაკავშირებულ დეტალებს კომპანია ამ დრომდე, საიდუმლოდ ინახავს. გავრცელებული ინფორმაციით, Samsung-მა CES 2020-ზე პარტნიორი კომპანიებისა და ორგანიზაციებისათვის დახურული ღონისძიება გამართა, რომელზეც აღნიშნული მოდელი ოფიციალურად დააანონსა. 

სხვადასხვა მედიასაშუალებასა და ფორუმზე გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. Galaxy Bloom-ის დიზაინი ძალიან ჰგავს ფერუმარილის ბუდეს. ეს შესაძლოა ნიშნავს, რომ კომპანია პროდუქტის სამიზნე აუდოტორიად, ძირითადად, ქალებს განიხილავს.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, დაუდასტურებელი ინფორმაციით, Galaxy Bloom ვიდეოს 8K გამოსახულებით გადაიღებს. სმარტფონი აღჭურვილი იქნება 6.7-დიუმიანი ეკრანით და Android 10 ოპერაციულ სისტემაზე იმუშავებს. Galaxy Bloom-ის სავარაუდო ფასი 845 დოლარია. ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის წარადგენს Samsung  სმარტფონს საჯაროდ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები