Thumbnail

ილონ მასკის თქმით, TESLA-ს ავტომობილები ქვეითებთან „საუბარს შეძლებენ“

  • ავტომობილები ამ შესაძლებლობებს სპიკერების მეშვეობთ შეიძენენ. 
  • სიახლის დასაანონსებლად, მასკმა Twitter-ზე სპეციალური ვიდეოც გამოაქვეყნა.

ილონ მასკმა TESLA-ს ავტომობილების შესახებ, სიახლე დააანონსა. როგორც მასკმა Twitter-ის პოსტის მეშვეობით განაცხადა, TESLA-ს მანქანები მალე ქვეითებთან „საუბარს შეძლებენ“. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენს დეტალები არ გაუსაჯაროვებია, ცნობილია, რომ ავტომობილები ამ შესაძლებლობებს დამატებითი სპიკერების მეშვეობთ შეიძენენ. 

ელექტრო ავტომობილების მწარმოებლებს სპიკერების დამატებას სპეციალური რეგულაცია ავალდებულებს. შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ახალი წესის მიხედვით, ელექტრომობილები მოძრაობისას, ხელოვნურ ხმებს უნდა გამოსცემდნენ, რათა, საგზაო შემთხვევების რისკი შემცირდეს. 

როგორც ჩანს, ილონ მასკმა გადაწყვიტა, სპიკერები დამატებითი ფუნქციითაც გამოიყენოს -  შედეგად, Tesla-ს ავტომობილები ქვეით მოსიარულეებთან კომუნიკაციას შეძლებენ. ილონ მასკს ჯერ არ განუმარტავს, თუ რა სისტემით იმუშავებს და ზუსტად როდიდან იქნება ხელმისაწვდომი TESLA-ს საკომუნიკაციო სპიკერები. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები