Thumbnail

5 ყველაზე მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია

  • 2014 წელს Apple გახდა პირველი ამერიკული კომპანია, რომელის საბაზრო ღირებულება 700 მილიარდ დოლარზე მეტი იყო.
  • Amazon 1994 წელს, მისმა ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა დააარსა.

ტექნოლოგიური კომპანიები ყველაზე სწრაფად მზარდი და, ამავდროულად, ყველაზე კონკურენტული სექტორის მოთამაშეები არიან.  ამ სექტორის მოწინავე კომპანიის სტატუსი არამხოლოდ დიდ ფინანსურ შემოსავალს, არამედ მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებზე გავლენასაც ნიშნავს. 

გაეცანით მსოფლიოს ყველაზე მსხვილი და მაღალშემოსავლიანი ტექნოლოგიური კომპანიების ხუთეულს. 

Apple 

Apple  სტივ ჯობსმა, რონალდ უეინმა და სტივ ვოზნიაკმა 1976 წელს დააარსეს. კომპანიის მთავარი კამპუსი კუპერტინოში, კალიფორნიაში, აშშ-ში მდებარეობს. Apple-ს უკანასკნელი მონაცემებით, 132,000-ზე მეტი მუდმივი თანამშრომელი ჰყავს და მსოფლიოს მასსშტაბით 500-მდე საცალო მაღაზია აქვს.  Apple არის მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია, რომლის წლიური შემოსავალი დაახლოებით 229.2 მილიარდი დოლარია. 2014 წელს, Apple გახდა პირველი ამერიკული კომპანია, რომელის საბაზრო ღირებულება 700 მილიარდ დოლარზე მეტი იყო.

 

Samsung Electronics

კომპანია სუვონში, სამხრეთ კორეაში 1969 წელს დაარსდა. თავდაპირველად, Samsung Electronics იყო ელექტრო ტექნიკის მწარმოებელი, დღეს კი, მსოფლიოში სიდიდით მეორე ტექნოლოგიური კომპანიაა, რომლის წლიური შემოსავალი 211.9 მილიარდი დოლარია. Samsung-ს ჰყავს დაახლოებით 319,000 სრულ განაკვეთზე დასაქმებული თანამშრომელი 80 ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, Samsung მობილური ტექნოლოგიის, სმარტფონებისა და ტელევიზორების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია.

 

Amazon

ტექნოლოგიური სექტორის კიდევ ერთი გიგანტი კომპანია. Amazon-ის წლიური შემოსავალი დაახლოებით 177.9 მილიარდი დოლარია. კომპანიაში სრულ განაკვეთზე დასაქმებულია  230 800-მდე  თანამშრომელი. Amazon-ის მთავარი ოფის სიეტლში მდებარეობს. კომპანია 1994 წელს, მისმა ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა დააარსა. კომპანია დაფუძნდა, როგორც ონლაინ წიგნების მაღაზია. დღეს, Amazon ონლაინ შესყიდვების ყველაზე მასშტაბური პლატფორმის სტატუსს ფლობს. მისი ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი კი, Forbes-ის სარეიტინგო სიის მიხედვით, პლანეტის უმდიდრესი ადამიანია. 

 

Foxconn

ელექტრონიკის მწარმოებელი კომპანია Foxconn მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ტექნოლოგიური კომპანიაა. Foxconn არის ე.წ კონტრაქტორი მწარმოებელი, რაც ნიშნავს, რომ  აწარმოებს ტექნოლოგურ მოწყობილობებს და ნაწილებს სხვა კომპანიებისთვის. მის უმსხვილეს კლიენტებს შორისაა: Nokia, Nintendo, Apple, Blackberry, Playstation და სხვები. Foxconn-ის საშუალო წლიური შემოსავალი 154,7 მილიარდი დოლარია. კომპანია 1974 წელს, ტერი გუიმ  ტაივანში დააარსა. ამჟამად, კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 850 000-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

 

Alphabet 

Alphabet ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატია, რომელიც 2015 წელს, Google-ის რესტრუქტურიზაციის ეტაპზე შეიქმნა. ის Google-ის დამფუძნებლებმა - ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა დააარსეს და Google სწორედ მას  დაუქვემდებარეს. 2019 წლის ჩათვლით, კორპორაციას თავად მართავდნენ. 2019 წლის დეკემბერში, პეიჯმა და ბრინმა ორგანიზაციის მმართველი პოზიციების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. დამფუძნებლებმა მხოლოდ ბორდში შეინარჩუნეს ადგილი. Alphabet-ის მთავარი ოფისი კალიფორნიაში მდებარეობს. კომპანიის წლიური შემოსავალი 110,8 მილიარდი დოლარია. თანამშრომლების რიცხვი 80 000-ზე მეტია. 

კომენტარები

ბოლო ამბები