Thumbnail

ნასამ მთვარეზე გასაგზავნი რობოტის გამოცდა დაიწყო

  • VIPER-ის დედამიწის თანამგზავრზე 2022 წლის დეკემბერში დაეშვება.
  • რობოტი მთვარის ზედაპირს 100 დღის განმავლობაში შეისწავლის.

ამერიკის ეროვნულმა კოსმოსურმა სააგენტომ მთვარეზე გასაგზავნი კოსმოსური რობოტის - VIPER-ის სატესტო ეტაპი დაიწყო. VIPER-ის მისიის შესახებ დეტალური განცხადება ნასამ 2019 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა. მთვარეზე მავალი დედამიწის თანამგზავრის სამხრეთ პოლუსზე 2022 წლის დეკემბერში დაეშვება. რობოტი მთვარის ზედაპირს 100 რის განმავლობაში შეისწავლის. პირველ რიგში, თანამგზავრზე წყლის მარაგის რუკის შესადგენად საჭირო მონაცემებს შეაგროვებს. 

ნასას ინჟინრებმა VIPER-ის შექმნა დაასრულეს. ახლა, რობოტი სპეციალურად მოწყობილ ლაბორატორიაში ტესტრირების ეტაპს იწყებს. ლაბორატორია სიმულაციური გარემოა, სადაც სხვადასხვა დაბრკოლება მთვარის ზედაპირის მსგავსად არის შექმნილი. აღსანიშნავია, რომ VIPER მთვარის იმავე ნაწილში დაეშვება, სადაც „არტემისის“ მისიის მონაწილე კოსმონავტები - 2024 წელს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები