Thumbnail

დონალდ ტრამპი Apple-ს თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო აკრიტიკებს

  • მოთხოვნის მიხედვით, Apple-ს კონკრეტული დამნაშავის კუთვნილი მობილური ტელეფონებისათვის დაცვის სისტემა უნდა მოეხსნა.
  • დონალდ ტრამპმა Apple სოციალური ქსელის მეშვეობით საჯაროდ გააკრიტიკა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კომპანია Apple-ის მიმართ პრეტენზიებს საჯაროდ გამოთქვამს. დაპირისპირების საგანი ოფიციალური პირების მოთხოვნა გახდა, რომლის მიხედვითაც, Apple-ს კონკრეტული დამნაშავის კუთვნილი iPhone-ების სისტემაზე უსაფრთხოების სისტემა უნდა მოეხსნა. 

უფრო კონკრეტრულად, საქმე ეხება საუდის არაბეთის მოქალაქის მხრიდან ცეცხლის გახსნის შემთხვევას, რომლიც დროსაც სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევის შემდეგ, გენერალმა უილიამ ბარმა Apple-ს მიმართა, რომ მსროლელის კუთვნილი მობიური ტელეფონების სისტემაზე უსაფრთხოების სისტემა წვ გამოძიების სასარგებლოდ მოეხსნა. მალევე, უილიამ ბარმა კომპანია უმოქმედობაში დაადანაშაულა. ტექნოლოგიური გიგანტი ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნავს, რომ კომოპანიის პასუხი დროული იყო,თუმცა, Apple გარკვეულ პრინციპებს და რეგულაციებს ემორჩილება. 

დონალდ ტრამპმა Apple სოციალური ქსელის მეშვეობით საჯაროდ გააკრიტიკა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია: „ჩვენ ყოველთვის ვეხმარებით Apple-ს სავაჭრო საკითხებსა და სხვადასხვა გამოწვასთან გამკლავებაში, სამაგიეროდ,  კომპანია უარს აცხადებს, შეგვიშვას იმ მობილური ტელეფონების სისტემაში, რომლებიც ეკუთვნოდათ მკვლელებს, ნარკო მოვაჭრეებს და სხვა კრიმინალურ და მოძალადე ელემენტებს. მათ (Apple-ის ხელმძღვანელობას) მოუწევს მიიღოს საჭირო ზომები, რათა დაეხმაროს ამერიკას".

კომენტარები

ბოლო ამბები