Thumbnail

იაპონიაში Super Nintendo World-ის თემატური გასართობი პარკი გაიხსნება

  • გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 351 მილიონ დოლარზე მეტია.
  • Super Nintendo World 2020 წელს,ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე გაიხსნება.

Super Nintendo World - ასე ჰქვია დაანონსებული თემატური პარკის განყოფილებას, რომელსაც  Universal Studios იაპონიაში, ქალაქ ოსაკაში გახსნის. გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 351 მილიონ დოლარზე მეტია. გასართობი განყოფილება Universal Studios-ის იაპონურ თემატურ პარკს გაფართოების ფარგლებში ემატება. ეს არის პროექტი, რომელიც Super Nintendo-ს ვიდეო თამაშების სამყაროს რეალურ გასართობ სივრცეში გააცოცხლებს.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ატრაქციონი საკულტო ვიდეო თამაშის - Mario-ს სერიების თემაზე აიგება. პარკის სტუმრებს ამავე თამაშის დიზაინის ჭკვიანი სამაჯურების გაკეთებაც შეეძლებათ. სამაჯური სმარტფონის აპლიკაციასთან დასინქრონდება - ის გასართობ პარკში აქტივობების აღმრიცხველი იქნება. როგორც პროექტის წარმომადგენლები აცხადებენ, ჭკვიანი სამაჯური პარკის სტუმრებს თავს ვიდეო თამაშის ნაწილად აგრძნობინებს, რამდენადაც აქტივობებით ისინი ციფრულ მონეტებს დააგროვებენ. 

როგორც ვარაუდობენ, იაპონური გასართობი პარკისათვის Super Nintendo World-ის დამატება  ისეთივე მომგებიანი იქნება, როგორი წარმატებულიც თავის დროზე,  ორლანდოში "ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყაროს" გახსნა აღმოჩნდა. Super Nintendo World სტუმრებისათვის 2020 წელს, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე გაიხსნება.

კომენტარები

ბოლო ამბები