Thumbnail

ახალი რეგულაციის გამო, Instagram-დან ვიზუალური არტისტების ნამუშევრები იბლოკება

  • Instagram, ამაჟამად, ე.წ. ფაქტის შემმოწმებელ პლატფორმებთან(fact-checkers) თანამშრომლობს.
  • ეს პლატფორმები მასალის სრულყოფილად შესაწავლას ვერ უზრუნველყოფენ და ნებისმიერ ვიზუალურ მანიპულაციას ყალბ ინფორმაციად ნიშნავენ.

თუ Instagram-ის აქტიური მომხმარებელი ხართ, შესაძლოა, უკვე აღმოაჩინეთ, რომ თქვენს ნიუსფიდში ზოგიერთი ფოტო დაიბლოკა. ეს Instagram-ის ახალი რეგულაციის შედეგია, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიის ფარგლებში ამოქმედდა. ფოტოების გაზიარების ყველაზე პოპულარული პლატფორმის ადმინისტრაციამ, ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, Instagram-დან ყალბი ინფორმაციის შემცველი მასალა დაიბლოკებოდა. 

ამ რეგულაციის ფარგლებში, ცვლილებების სამიზნე გახდა ფოტოშოფით დამუშავებული ნებისმიერი ვიზუალური მასალა. აღნიშნული ცვლილება ბევრი მომხმარებლისათვის არის პრობლემა, რამდენადაც სხვადასხვა პროგრამით დამუშავებული ფოტოები მხოლოდ ყალბი, პროპაგანდისტული კონტენტის გავრცელებას, შესაძლოა, არც ემსახურებოდეს. 

Instagram ამაჟამად, ე.წ ფაქტის შემმოწმებელ პლატფორმებთან(fact-checkers) თანამშრომლობს. ეს პლატფორმები მასალის სრულყოფილად შესაწავლას ვერ უზრუნველყოფენ და ნებისმიერ ვიზუალურ მანიპულაციას ყალბ ინფორმაციად ნიშნავენ, რის შედეგადაც ინსტაგრამიდან იბლოკება ბლოგერების, ინფლუენსერების პოსტები და სხვადასხვა მედიაში მომუშავე ვიზუალური არტისტების ნამუშევრები. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები