Thumbnail

Toyota მფრინავი ტაქსის პროექტში 349 მილიონი დოლარის ინვესტიციას დებს

  • Toyota კომპანია Joby Aviation-ის ერთ-ერთი  ყველაზე  მსხვილი კონტრაქტორია.
  • Joby Aviation-ის განცხადებით, „მფრინავი ვტომობილი“  საათში, დაახლოებით, 322 კილომეტრს დაფარავს.

იაპონური ავტომოწარმოებელი კომპანია Toyota მფრინავი ტაქსის სერვისით დაინტერესდა. კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა სტარტაპ Joby Aviation-თან და პროექტში 349 მილიონი დოლარის ინვესტიციას დებს. Toyota კომპანია Joby Aviation-ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრაქტორია. სტარტაპმა სხვადასხვა ინვესტორიდან  საერთო ჯამში 590 მილიონი დოლარის მოზიდვა შეძლო. 

თანამშრომლობის ფარგლებში, Toyota Motor Corporation-ის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი, სიგეკი ტომოიამა Joby Aviation-ის დირექტორთა საბჭოში ადგილს დაიკავებს. როგორც Toyota Motor-ის ხელმძღვანელი აკიო ტოიდა მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, მფრინავი ტაქსების პროექტი კომპანიისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

რაც შეეხება Joby Aviation-ის მფრინავი ავტომობილის კონცეფციას - ეს არის 5-ადგილიანი საჰაერო ხომალდი, რომლის სიჩქარის მაქსიმუმი საათში, დაახლოებით, 322 კილომეტრი იქნება. „მფრინავი მანქანა“ ერთი სრული დამუხტვით 241 კილომეტრი მანძილის დაფარვას შეძლებს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები