Thumbnail

Silicon Valley-ის სტარტაპმა ჭკვიანი კონტაქტური ლინზები რეალობად აქცია

  • ლინზების პროტოტიპი Mojo Vision-მა CES 2020-ზე წარმოადგინა.
  • მოწყობილობას გამოსახულების გადიდების ფუნქციაც ექნება. 

Mojo Vision - ეს არის Silicon Valley-ის სტარტაპი, რომელიც "მსოფლიოში პირველი ჭკვიანი კონტაქტური ლინზების"  შექმნას გეგმავს.  ეს იქნება ლინზები, რომლის გაკეთების შემთხვევაში, თავს Netflix-ის სერიალის Black Mirror-ის გმირად იგრძნობთ. დამატებული რეალობის ტექნოლოგიის ინტეგრირებით, ციფრული ეკრანი, პირდაპირი მნიშვნელობით, თქვენს თვალწინ გადაიშლება.

ლინზების პროტოტიპი Mojo Vision-მა ტექნოლოგიის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე - CES 2020-ზე წარადგინა. როგორც პრეზენტაციისას აღინიშნა, მოწყობილობა, ამჟამად, შექმნის ეტაპზეა. "ჭკვიანი კონტაქტური ლინზა" განსაკუთრებით საჭირო  გამოგონებაა იმ ადამიანებისათვის, ვისაც მხედველობა აქვს დაქვეითებული, რამდენადაც მოწყობილობას გამოსახულების  გადიდების ფუნქციაც ექნება. 

ლინზის მეშვეობით, ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, დაინახონ სიბნელეში, დამატებული რეალობის ტექნოლოგიით, ობიექტებს მათი დასახელებები და დანიშნულებაც მიეთითება. მოკლედ რომ განიმარტოს - ეს არის Google Glass თვალებში მოთავსებადი, კონტაქტური ლინზის სახით. 

საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად, გაუმჯობესებული პროცესორის, ბატარეის და სხვა ტექნიკური დეტალის დამატებაა საჭირო. ტექნოლოგიური სრულყოფის შემდეგ კი, წარმოებაში ჩასაშვებად, შემქმნელ სტარტაპს შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სპეციალური თანხმობა დასჭირდება. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები