Thumbnail

ევროკავშირი სახის ამომცნობი ტექნოლოგიის აკრძალვას განიხილავს

  • ახალი რეგულაცია, შესაძლოა, 3-5 წლის ვადით ამოქმედდეს.
  • გარკვეული გამონაკლისები გავრცელდება უსაფრთხოებისა და კვლევით პროგრამებზე.

ევროკავშირის განცხადებით, საჯარო სივრცეებში სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენება, შესაძლოა, აიკრძალოს. როგორც ცნობილია, ევროკავშირს მეტი დრო სჭირდება იმ რეგულაციების განსასაზღვრად, რომლებიც ამ ტექნოლოგიის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს, ან მინიმუმამდე დაიყვანს. 

ახალი რეგულაცია, შესაძლოა, 3-5 წლის ვადით ამოქმედდეს. გარკვეული გამონაკლისები გავრცელდება უსაფრთხოებისა და კვლევით პროგრამებზე. აღნიშნულ შემთხვევებში, სახის ამომცნობი ტექნოლოგიიის გამოყენება მხოლოდ დადგენილი პროცედურების დაცვით იქნება შესაძლებელი.

ტექნოლოგიის გამოყენების მართებულობასთან დაკავშირებით, უკვე დიდი ხანია დებატები მიმნდინარეობს. სახის ამომცნობი ტექნოლოგიის მოწინააღმდეგე მხარეები სხვადასხვა ეთიკურ ნორმაზე მიუთითებენ -  მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე, პერსონალური მონაცემების დაცვასა და კონტროლის შესაძლებლობის ბოროტად გამოყენებაზე. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები