Thumbnail

Björk-მა Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კომპოზიცია შექმნა

  • უწყვეტი მუსიკალური გაფორმება Björk-მა ნიუ-იორკის ერთ-ერთი სასტუმროსათვის -  Sister City-სთვის შექმნა.
  • Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი, Björk-ის ძველი, 17 წლის წინანდელი საგუნდო მუსიკის არქივიდან არჩევს კომპოზიციებს.

ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი Björk უკვე წლებია თავის შემოქმედებაში თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს. ამჯერად, არტისტმა Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი ახალი კომპოზიციის შექმნისათვის გამოიყენა. ახალი უწყვეტი კომპოზიცია ნიუ-იორკის ერთ-ერთი სასტუმროსათვის  -  Sister City-ისათვის მუსიკალური გაფორმების სახით შეიქმნა.

Microsoft-ის ალგორითმი, Björk-ის ძველი, 17 წლის წინანდელი საგუნდო მუსიკის არქივიდან არჩევს კომპოზიციებს. ხელოვნური ინტელექტი მუსიკის შერჩევისას ცის რეალური გამოსახულებით ხელმძღვანელობს - ამ გამოსახულებას კი, ალგორითმი სასტუმროს ტერასაზე დამაგრებული კამერიდან იღებს. 

კოლაბორაციის იდეა 2019 წლის გაზაფხულზე დაიბადა, როდესაც Björk, ისლანდიური მუსიკალური გუნდი - The Hamrahlid Choir და გუნდის ხელმძღვანელი სასტუმრო Sister City-ს სტუმრობდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამ სასტუმროს ხელმძღვანელობამ მუსიკალურ გაფორმებად  ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კომპოზიცია გამოიყენა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები