Thumbnail

ხომალდი Crew Dragon ავარიულ შემთხვევასთან გამკლავების ტესტს გაივლის

  • ტესტი ცხადყოფს, შეუძლია, თუარა ხომალდს უკან, დედამიწაზე დააბრუნოს კაფსულაში მოთავსებული ეკიპაჟი გაუთვალისწინებელ ავარიულ პირობებში. 
  • Crew Dragon-ის გამოცდა 19 იანვარს არის დაგეგმილი.

Crew Dragon  SpaceX-ის საეკიპაჟო ხომალდია, რომელიც კომპანიამ  ამერიკის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს პროგრამის ფარგლებში შექმნა. ხომალდმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს.  SpaceX-მა Crew Dragon-ის სატესტო  გაშვება არაერთხელ განახორციელა, მათგან ზოგიერთი წარმატებული აღმოჩნდა, ზოგიერთი გამოცდა კი,  გარკვეული მარცხით დასრულდა. 

2020 წელი Crew Dragon-ისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. სწორედ ამ წელს უნდა განაცხადოს Nasa-მ მზარდ არის, თუარა ხომალდი მისიის შესასრულებლად. უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიებისათვის, Crew Dragon ავარიულ შემთხვევასთან გამკლავების ტესტს გაივლის. ტესტი ცხადყოფს შეუძლია, თუარა ხომალდს უკან, დედამიწაზე დააბრუნოს კაფსულაში მოთავსებული ეკიპაჟი იმ შემთხვევაში, თუ ფრენისას ხარვეზი დაფიქსირდა და ავარიული რეჟიმი გააქტიურდა. 

სატესტო გაშვება, თავდაპირეველად, 18 იანვარს იყო დაგეგმილი. მოგვიანებით, SpaceX-მა განცხადება გაავრცელა და ახალი თარიღი დაასახელა. ტესტირებისათვის არახელსაყრელი ამინდის გამო, Crew Dragon-ის გამოცდა 19 იანვრისათვის გადაიდო. 

კომენტარები

ბოლო ამბები