Thumbnail

Atmos Faceware - ძვირადღირებული გაჯეტი, რომლის მეშვეობით სუფთა ჰაერს ისუნთქებთ

  • Atmos Faceware-ის პრეზენტაცია CES 2020-ზე შედგა.
  • გაჯეტის ფასი 350 ამერიკული დოლარია. 

გარემოს დაბინძურება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელთანაც ბრძოლაში, უკვე დიდი ხანია, ტექნოლოგიური სექტორიც აქტიურად ჩაერთო. ამერიკულმა სტარტაპმა, სახელწოდებით - AO Air ადამიანებს დაბინძურებული ჰაერისაგან თავდაცვის ინოვაციური გამოსავალი შესთავაზა და ახალი გაჯეტი შექმნა. 

Atmos Faceware - ეს არის სახის ნიღაბი, რომელშიც ინოვაციური ტექნოლოგიებია ინტეგრირებული. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მსგავს მოწყობილობებთან შედარებით, მათ აირწინაღს დიდი უპირატესობა აქვს. Atmos Faceware  მარტივად სატარებელია და ამასთან -  გაცილებით ეფექტური. აღსანიშნავია მოწყობილობის დიზაინიც - გამჭირვალე ნიღბის ტარება ადამიანის სახეს სრულიად არ ფარავს. 

Atmos Faceware ჰაერის ფილტრაციის უნიკალურ სისტემას იყენებს, ამის გამო, ის საჭირო პოროდუქტია ადამიანებისათვის, რომლებსაც ასთმა აქვთ. მოწყობილობა ეფექტურია ხანძრის დროსაც, ან მის შემდეგ. როგორც მოწყობილობის შემქმნელები ამბობენ, Atmos Faceware-ის ტარება შეამცირებს გულის შეტევების რისკს და სხვადასხვა ქრონიკული თუ მომაკვდინებელი დაავადების განვითარების ალბათობას. Atmos Faceware-ის პრეზენტაცია CES 2020-ზე შედგა. გაჯეტის ფასი 350 ამერიკული დოლარია. 

კომენტარები

ბოლო ამბები