Thumbnail

Microsoft-მა გარემოში ნახშირბადის შემცველობასთან ბრძოლის პირობა დადო

  • Microsoft-ის გეგმის მიხედვით, 2030 წლისათვის, კომპანია გარემოდან იმაზე მეტ ნახშირბადს გააქრობს, ვიდრე წარმოებისას, ან სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობისას გამოყოფს.
  • Microsoft გარემოს დაცვისათვის, 1 მილიარდი დოლარის გაღებას გეგმავს. 

ტექნოლოგიური სექტორის გიგანტი კომპანია Microsoft გარემოს დაცვის მიმართულებით, გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. როგორც ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, კომპანიის საქმიანობა გარემოს ნახშირბადით აღარ დააბინძურებს. Microsoft-მა ე.წ. Carbon Negative სტატუსის დაპირება დადო. 

Microsoft-ის გეგმის მიხედვით, 2030 წლისათვის, კომპანია გარემოდან იმაზე მეტ ნახშირბადს გააქრობს, ვიდრე წარმოებისას ან სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობისას გამოყოფს. 2050 წელს კი, ეს გეგმა უფრო გლობალური და ისტორიული იქნება - ამ დროისათვის, Microsoft-ის მიზანია, გარემო გაათავისუფლოს იმ რაოდენობის ნახშირბადისგან, რამდენიც კომპანიის საქმიანობის გამო, მისი დაარსებიდან - 1975 წლიდან დაგროვდა პლანეტაზე. გარდა ამისა, Microsoft გარემოს დაცვის მიმართულებით 1 მილიარდი დოლარის გაღებას გეგმავს. 

"სხვადასხვა მავნე ნივთიერების გარემოში დაგროვებამ ჩვენს პლანეტაზე კლიმატის ცვლილებები გამოიწვია. თუ პასუხისმგებლობას არ ავიღებთ და ამ პროცესების წინააღმდეგ არ წავალთ, შედეგი კატასტროფული იქნება" - ნათქვამია Microsoft-ის განცხადებაში. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები