Thumbnail

Lexus-მა მთვარის ტრანსპორტის დიზაინი წარმოადგინა

  • მთვარის ტრანსპორტის მოდელების დიზაინზე ხუთმა სხვადასხვა ავტო დიზაინერმა იმუშავა.
  • ერთ-ერთი მოდელი მომავლის მოტოციკლია, რომლის სახელწოდებაა - Zero Gravity. 

კაცობიობის სხვა პლანეტაზე დასახლება ხშირი მსჯელობის საგნად იქცა. ამ მიმართულებით, რეალური ნაბიჯებიც იდგმება - საუბარია მარსის კოლონიზაციის ამბიციურ პროექტზე. თეორიულად, დედამიწის მიღმა, ასეთ ადგილად, შესაძლოა, ჩვენი პლანეტის თანამგზავრი - მთვარეც განვიხილოთ. როგორი იქნება ადამიანების ცხოვრება მთვარეზე, უფრო კონკრეტულად კი -  რა სახის ტრანსპორტს გამოიყენებენ დედამიწელები ახალ  გარემოში?! ამ კითხვას თავისებური ხედვით კომპანია Lexus-მა უპასუხა. 

Toyota-ს შვილობილმა კომპანიამ, ძვირადღირებული ავტომობილების მწარმოებელმა Lexus-მა მთვარეზე ადამიანების გადაადგილებისათვის განკუთვნილი ტრანსპორტის 7  ვიზუალური კონცეფცია წარმოადგინა. რენდერების მიხედვით,  მოდელების  დიზაინში იგრძნობა Lexus-ის მომავლის ელექტრომობილის კონცეფციის - LF-30-ის გავლენა. მთვარის ტრანსპორტის მოდელების დიზაინზე ხუთმა სხვადასხვა ავტო დიზაინერმა იმუშავა. ინტერნეტში გავრცელებული ერთ-ერთი მოდელი მომავლის მოტოციკლია, რომლის სახელწოდებაა - Zero Gravity. 

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები