Thumbnail

Lenovo ვირტუალური რეალობის თავსაბურავზე მუშაობს

  • გავრცელებული ინფორმაციით, მოდელის დასახელებაა Lenovo VR3030S.
  • Lenovo VR3030S დამოუკიდებელი VR თავსაბურავი იქნება.

ტექნოლოგიის მწარმოებელი ჩინური კომპანია Lenovo ვირტუალური რეალობის თავსაბურავის გამოშვებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, მოდელის დასახელებაა Lenovo VR3030S. ახალი პროდუქტი დამოუკიდებელი VR თავსაბურავია. ეს ნიშნავს, რომ მისი გამოყენებისას, სხვა კომპიუტერულ მოწყობილობასთან, ან სმარტფონთან დაკავშირება საჭირო არ არის - თავსაბურავს  თავადვე აქვს პროცესორი ჩაშენებული. 

ახალი მოწყობილობის შესახებ, ამ ატეპაზე, ბევრი არაფერია ცნობილი. გაურკვეველია ისიც, თუ დამატებითი რეალობის რომელ კომპიუტერული პლატფორმაზე იმუშავებს Lenovo VR3030S.  ჩინურ მწარმოებელს რამდენიმე ალტერნატივა ექნება. ვირტუალური რეალობის თავსაბურავის წარმოების ფარგლებში, Lenovo, შესაძლოა, Valve-ის, Facebook-ის ან Microsoft-ის პარტნიორად ვიხილოთ. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები