Thumbnail

სახის ამომცნობი სისტემის ბაზაში 3 მილიარდზე მეტი ფოტო ინახება

  • The New York Times-ის ინფორმაციით, სახის ამომცნობი სისტემის მიმართულებით მომუშავე ერთ-ერთი კომპანია სამართალდამცავებთან თანამშრომლობს.
  • ფოტოების მოპოვების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ Facebook სახელდება. 

გავლენიანი გამოცემა The New York Times ცნობილია თავისი ჟურნალისტური გამოძიებებით. ამჯერად, რედაქციამ ყურადღება სახის ამომცნობ პროგრამებზე გაამახვილა და მილიონობით მკითხველს მისი ბნელი მხარე კონკრეტული ქეისით გააცნო. როგორც გაირკვა, სახის ამომცნობი სისტემის  მიმართულებით მომუშავე ერთ-ერთი კომპანიის ბაზაში, სამ მილიარდზე მეტი ფოტოა თავმოყრილი. ეს მაჩვენებელი გამოძიების ფედერალური ბიუროს ბაზის მონაცემებსაც კი აღემატება. სტატიაში ნათქვამია, რომ აღნიშნული კომპანია სამართალდამცავებთან თანამშრომლობს.

სახის ამომცნობ პროგრამებს მიეკუთვნება, ერთი შეხედვით, გასართობი აპლიკაციები, რომელთა გამოყენებით, საკუთარ პირად ფოტოებზე წვდომას ვაძლევთ სისტემას და, შესაბამისად, გარეშე პირებს. თუმცა, ამ აპლიკაციების გარდა, სახის ამომცნობი სისტემა ბაზისათვის ფოტოებს სოციალური ქსელებიდანაც იღებს - ფოტოების მოპოვების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი -  Facebook სახელდება.

ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, New York Times-ის რედაქცია სტატიაში ნახსენებ სტარტაპს გაესაუბრა. აღნიშნულმა კომპანიამ გამოცემის რედაქციას განუცხადა, რომ „სოციალური ქსელების მეშვეობით, ფოტოებზე წვდომის მოპოვების შემთხვევები Facebook-სათვის ცნობილია". კომპანია ფოტოების ბაზაში განთავსებისას კანონდარღვევას ვერ ხედავს -  მიზეზად ინტერნეტის ღიაობას და შემზღუდავი, ან ამკრძალავი საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობას ასახელებს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები