Thumbnail

Google-ის ხელმძღვანელი ხელოვნური ინტელექტის რეგულირებას მხარს უჭერს

  • სუნდარ პიჩაის თქმით, ინტერნეტი ინფორმაციასთან ერთად,დეზინფორმაციის გავრცელებასაც ამარტივებს.
  • Financial Times-სათვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში პიჩაი აცხადებს, რომ რეგულაციები გონივრულად უნდა განისაზღვროს. 

Google-ის და მისი მშობელი კომპანია Alphabet-ის ხელმძღვანელი - სუნდარ პიჩაი ხელოვნური ინტელექტის რეგულირების მომხრეა. პიჩაიმ საკუთარი პოზიცია გამოცემა Financial Times-სათვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განმარტა. მისი განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე ტექნოლოგიური სექტორის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, თუმცა, უახლესი ისტორიის პრეცედენტები ცხადყოფს, რომ ის შესაძლოა ბოროტად გამოიყენონ. 

"ინტერნეტი საშუალებას გვაძლავს ნებისმიერ ადამიანს დავუკავშირდეთ და ინფორმაცია მარტივად მივიღოთ, თუმცა, ის(ინტერნეტი) დეზინფორმაციის გავრცელებასაც ამარტივებს" - ამბობს პიჩაი მედიასთან საუბრისას. 

სუნდარ პიჩაი არ არის ერთადერთი, ვინც ხელოვნური ინტელექტის რეგულაციის აუცილებლობა დაინახა. შეერთებული შტატები, ევროკავშირი და სხვადასხვა მოწინავე  ქვეყანა აღნიშნულ გამოწვევასთან გასამკლავებლად, გარკვეული ნაბიჯების გადადგმას აანონსებენ. პიჩაი Financial Times-სათვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, ეს რეგულაციები გონივრულად, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით განისაზღვროს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები