Thumbnail

მეცნიერებმა აღმოაჩინეს იმუნური უჯრედი, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს კლავს

  • აღმოჩენა კარდიფის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სპეციალისტებს ეკუთვნის.
  • შემთხვევამ მკურნალობის აქამდე არსებული სტანდარტი, შესაძლოა, სრულიად შეცვალოს.

ბრიტანელი მეცნიერების განცხადებით, მათ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს იმუნური უჯრედი, რომელიც ორგანიზმში უმეტესი სახეობის კიბოს კლავს. საერთაშორისო მედიის შეფასებით, ეს აღმოჩენა მკურნალობის აქამდე არსებულ სტანდარტს სრულიად შეცვლის. კარდიფის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სპეციალისტები ლაბორატორიაში სისხლის ანალიზს ატარებდნენ, რათა დაედგინათ იმუნური უჯრედი, რომელიც ბაქტერიას უმკლავდება. სწორედ ამ დროს მიაგნეს სრულიად ახალი სახეობის უჯრედს. 

აღმოჩენილ უჯრედს აქამდე უცნობი ტიპის რეცეპტორი აქვს. ის რეაგირებს მხოლოდ კიბოს უჯრედებზე, ჯანმრთელ ქსოვილებს კი აიგნორებს. როგორც მეცნიერები აცხადებენ, აღმოჩენილი იმუნური უჯრედი ეფექტურია ფილტვის, კანის, სისხლის, ნაწლავების, მკერდისა და სხვა ორგანოების სიმსივნეების დასამარცხებლად. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები