Thumbnail

Google-მა პლანშეტური კომპიუტერის - Pixelbook Go-ს ვარდისფერი ვერსია გამოუშვა

  • ოფიციალურ საიტზე ახალი ვერსია მითითებულია, როგორც Not Pink („არა ვარდისფერი“) მოდელი.
  • Pixelbook Go-ს ახალი ვერსიის ფასი 849 დოლარიდან იწყება. 

Google-მა  პლანშეტური კომპიუტერის -  Pixelbook Go-ს ახალი ვერსია გამოუშვა. მიუხედავად ვარდისფერი ფერისა, ოფიციალურ საიტზე ახალი ვერსია მითითებულია, როგორც Not Pink („არა ვარდისფერი“) მოდელი. სავარაუდოდ, მწარმოებელი მოწყობილობის შეფერილობის არასტანდარტულ ტონალობას გულისხმობს.

Pixelbook Go ტექნოლოგიური სექტორის გიგანტმა კომპანია Google-მა 2019 წლის ოქტომბერში წარადგინა. ეს არის ჰიბრიდული ლეპტოპი, რომელსაც  4K გამოსახულების, 13.3-დიუმიანი ეკრანი აქვს,  ხოლო ბატარეა უწყვეტი მუშაობის რეჟიმში, 12 საათის განმავლობაში ძლებს. ტექნიკური მონაცემების მიხედვით, ბაზარზე Pixelbook Go-ის ვერსიები განსხვავდება პროცესორით.

ტექნოლოგიური მიმომხილველები, ამ დრომდე,  Pixelbook Go-ს ერთ-ერთ ნაკლად იმას ასახელებდნენ, რომ მოწყობილობა მხოლოდ შავ ფერში იყო ხელმისაწვდომი. Pixelbook Go-ს ოთხი მოდელიდან,  Not Pink ვერსია მხოლოდ სამს აქვს. ახალი ფერის პლანშეტის ფასი 849 დოლარიდან იწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები