Thumbnail

Netflix-ზე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალი - Altered Carbon ბრუნდება

  • Altered Carbon-ის სიუჟეტი 2384 წელს, დისტოპიურ მომავალში ვითარდება.
  • ინტერნეტში სერიალის 38-წამიანი თიზერი გავრცელდა.

 სტრიმინგ სერვის Netflix-ზე Emmy-ის ნომინანტი სამეცნიერო ფანტასტიკა, სახელწოდებით - Altered Carbon მეორე სეზონით ბრუნდება. ახალი სეზონის პრემიერა 27 თებერვალს შედგება. სერიალის სიუჟეტი მომავლის დისტოპიურ დედამიწაზე,  2384 წელს ვითარდება. Altered Carbon  ტექნოლოგიურად განვითარებული ცივილიზაციის ყოველდღიურობას აღწერს. წლადამიანების ცნობიერება ციფრულად არის დაარქივებული. სერიალის მთავარი გმირი არის პატიმარი, რომელიც ახალი სხეულით უბრუნდება სიცოცხლეს და ცდილობს, იდუმალი დანაშაული ამოხსნას, რათა თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. 

სერიალის გამხსნელი სეზონის პრემიერა 2018 წელს შედგა. ეს Netflix-ის კიდევ ერთი პროექტია, რომელიც მაყურებელს სთავაზობს მხატვრულ სურათს, თუ როგორ გარემოში შეიძლება იცხოვროს ადამიანმა ტექნოლოგიური პროგრესის კულმინაციის პირობებში - რა შესაძლებლობებს მისცემს ის კაცობრიობას და რა საფრთხეებს გააჩენს. Netflix-ს სერიალის ტრეილერი არ გამოუქვეყნებია, ინტერნეტში მხოლოდ 38-წამიანი თიზერი გავრცელდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები