Thumbnail

აშშ-მ ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსის გამოვლენის პირველი ფაქტი დაადასტურა

  • ინფიცირებული პაციენტი დაახლოებით 30 წლის კაცია, რომელიც ქალაქ უხანიდან 15 იანვარს დაბრუნდა.
  • ახალი ვირუსი, პირველად, 2019 წლის დეკემბრის მიწურულს, სწორედ ქალაქ უხანში დაფიქსირდა.

შეერთებულმა შტატებმა ოფიცალურად განაცხადა, რომ მის ტერიტორიაზე ახალი ვირუსი დაფიქსირდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვირუსის ახალი სახეობა დაუდგინა შტატების მოქალაქეს, რომელიც ქვეყნაში  ჩინეთიდან 15 იანვარს დაბრუნდა. ინფიცირებული პაციენტი დაახლოებით 30 წლის კაცია, რომელიც დაავადების გავრცელების კერას - ჩინეთის ქალაქ უხანს სტუმრობდა. როგორც შტატების დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა განაცხადა, პაციენტი, ამჟამად, ვაშინგტონის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს და განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ არის. 

ახალი სახეობის ვირუსი, პირველად, 2019 წლის დეკემბრის მიწურულს, ქალაქ უხანში დაფიქსირდა. ამ დროიდან დღემდე, ინფიცირებულთა ოფიციალურმა რიცხვმა 300-ს მიაღწია, აქედან 6 გარდაიცვალა.  20 იანვარს დადასტურდა, რომ ამ ვირუსით ინფიცირების შემთხვევა სამხრეთ კორეაშიც დაფიქსირდა. სამხრეთ კორეის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა ტაილანდმა და იაპონიამ. სამხრთ კორეაში, ამჟამად, უცხოელი ტურისტებისათვის საზღვრები დროებით ჩაკეტილია. 

კომენტარები

ბოლო ამბები