Thumbnail

The Witcher-ს Netflix-ზე 76 მილიონმა მომხმარებელმა უყურა

  • The Witcher  გახდა Netflix-ის სერიალი, რომლის პირველი სეზონი ყველაზე მეტმა ადამიანმა ნახა. 
  • ნანახი მასალის სტატუსის მინიჭებისათვის, მომხმარებელმა ვიდეოს, სულ მცირე, 2%-ს უნდა უყუროს. 

სტრიმიგ სერვისმა Netflix-მა 2019 წლის ბოლო 3 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. პლატფორმის რეკორდსმენის სტატუსი სათავგადასავლო, ფენტეზის ჟანრის ახალმა სერიალმა - The Witcher-მა დაიმსახურა. როგორც Netflix-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია მითითებული, სერიალს 76 მილიონმა მომხმარებელმა უყურა. აღნიშნული მონაცემებით, The Witcher  გახდა Netflix-ის სერიალი, რომლის პირველი სეზონი ყველაზე მეტმა ადამიანმა ნახა. 

აღსანიშნავია, რომ Netflix-მა კონტენტის "ყურების" განსაზღვრება შეცვალა. სტრიმინგ სერვისი ნანახ მასალად მიიჩნევდა ვიდეოს, რომლის  სულ მცირე 70%-ს უყურა მომხმარებელმა, ამიერიდან კი, ნანახი ვიდეოს სტატუსის მინიჭებისათვის, ეს მაჩვენებელი 2%-მდე შემცირდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები