Thumbnail

Cruise Origin - ელექტრო ავტომობილი საჭის და მძღოლის გარეშე

  • მწარმოებელი სტარტაპ კომპანიის ძირითად წილს General Motors ფლობს.
  • მოდელის წარდგენა ჯერ კიდევ შარშან იყო დაგეგმილი, თუმცა, ტექნიკური გართულებების გამო, გადაიდო.

Cruise-მა წარადგინა პირველი ავტომობილი, რომელიც  მძღოლის გარეშე გადაადგილდება. Cruise სტარტაპ კომპანიაა, რომლის ძირითად წილს, ამჟამად General Motors ფლობს. რაც შეეხება წარმოდგენილი ავტომობილის დიზაინს - Cruise-ის ახალი მოდელი სახელწოდებით Cruise Origin ელექტრომობილია, რომელსაც არ აქვს საჭე, სიჩქარეების გადამრთველები და  მუხრუჭები.

მოდელის წარდგენა ჯერ კიდევ შარშან იყო დაგეგმილი, თუმცა, ტექნიკური გართულებების გამო, გადაიდო. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს -  „ეს არ არის პროდუქტი, რომელსაც შეიძენთ - ეს არის გამოცდილება, რომელსაც გაიზიარებთ."  ავტომობილი სრულად ელექტრულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გარემოზე მავნე ზეგავლენას არ ახდენს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები