Thumbnail

3D პრინტერით დაბეჭდილი ვოკალური ტრაქტის მეშვეობით, მუმიის ხმა აღადგინეს

  • მუმია ეგვიპტელ მოძღვარს - ნესიამანს ეკუთვნის.
  • საწყის ეტაპზე, მეცნიერებმა მხოლოდ ერთი გრძელი ბგერის აღდგენა შეძლეს.

მეცნირებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, 3,000 წლის წინანდელი მუმიის ხმა აღადგინეს. მუმია ეგვიპტელ მოძღვარს - ნესიამანს ეკუთვნის. სპეციალისტებმა მუმიფიცირებული სხეულის საყლაპავი მილი დაასკანერეს, შედეგად, 3D პტინტერის გამოყენებით დაბეჭდეს ვოკალური ტრაქტი - სწორედ ასე მიიღეს ხმა, რომელიც მუმიფიცირებულ მღვდელს ჰქონდა. პროექტი საწყის ეტაპზეა, აქედან გამომდინარე, მეცნიერებმა მხოლოდ ერთი გრძელი ბგერის აღდგენა შეძლეს. როგორც სპეციალისტების ჯგუფის ხელმძღვანელი დევიდ ჰოვარდი აღნიშნავს, მუმიის ბგერის გაშვებისას იქმნება შეგრძნება, რომ ის სარკოფაგიდან გვეხმიანება.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერ დევიდ ჰოვარდს 3D პრინტერით აქამდეც დაუბეჭდავს ვოკალური ტრაქტის ნიმუში. როგორც თავად აცხადებს, შედეგი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რამდენადაც ხელოვნური ხმა რეალისტურად ჟღერს. თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჰოვარდმა ჯგუფთან ერთად, არა ცოცხალი არამიანის, არამედ ნეშთის ხმა აღადგინა. კონკრეტული პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება დამთვალიერებლებმა სხვადასხვა მუზეუმში დაცული მუმიების ხმები მოისმინონ. 

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები