Thumbnail

ლონდონის პოლიცია ქუჩებში სახის ამომცნობი კამერების დამონტაჟებას იწყებს

  • სკანირების მეშვეობით, კამერა გამვლელების სახეებს   პოლიციის სპეციალურ სამძებრო სიაში არსებულ ფოტოებს შადარებს.
  • ტექნოლოგიური ექსპერტების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ ასეთი სისტემები ხშირად რასობრივად მიკერძოებულია.

ლონდონის პოლიციის ოფიციალური წამრომადგენლების განცხადებით, ქუჩებისათვის განკუთვნილი სახის ამომცნობი კამერების ტექნოლოგიამ საბოლოო ტესტი გაიარა, რაც ნიშნავს, რომ მოწყობილობები ბრიტანეთის დედაქალაქში განთავსებისათვის მზად არის. კამერების განთავსების შემდეგ, სახის ამომცნობი სისტემის გამოყენება პოლიციის საქმიანობის ყოველდღიური ნაწილი გახდება. 

კამერები ხალხმრავალ ადგილებში დამონტაჟდება. სკანირების მეშვეობით, მოწყობილობა გამვლელების სახეებს  პოლიციის სპეციალურ სამძებრო სიაში არსებულ ფოტოებს შეადარებს. როდესაც ტექნოლოგია მსგავსებას დააფიქსირებს, პოლიცია კონკეტულ პიროვნებას ვინაობის დამადასტურებელ საბუთებს მოსთხოვს. თუ აღმოჩნდება, რომ პირი ძებნილია, ოფიცრებს მისი დაუყონებლივ დაკავების უფლებამოსილება ექნებათ. როგორც ლონდონის ოფიციალური მხარე აცხადებს, სახის ამომცნობი ტექნოლოგია პოლიციისათვის ერთგვარი დამხმარე იქნება. სისტემა სამართალდამცავებს შეატყობინებს, რომ პერიმეტრზე დაფიქსირდული კონკრეტული ადამიანი, შესაძლოა, დანაშაულისათვის ძებნილი პირია. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. სხვადასხვა სამოქალაქო გაერთიანების თუ ტექნოლოგიური ექსპერტის მოსაზრებით, ეს ადამიანის სამოქალაქო უფლებების უხეში დარღვევაა. სახის ამომცნობი კამერების დამონტაჟების კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ასეთი სისტემები ხშირად რასობრივად მიკერძოებულია და არსებობს რეალური საშიშროება, რომ პოლიცია მას ბოროტად გამოიყენებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები