Thumbnail

კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ასტრონავტებმა კოსმოსში ორცხობილები მოამზადეს

  • ექსპერიმენტის მიზანი იყო, ასტრონავტებს გამოეცადათ კოსმოსში საკვების მომზადების შესაძლებლობა.
  • დედამიწაზე ჩამოტანილი კოსმოსური დესერტი ლაბორატორიაში სპეციალურ შემოწმებას გადის. 

თუ შოკოლადის ორცხობილა თქვენი საყვარელი დესერტია, გეტყვით, რომ ამიერიდან, ის არის კაცობრიობის ისტორიაში პირველი საკვები, რომელიც კოსმოსში მომზადდა. ორცხობილები ასტრონავტებმა ექსპერიმენტის სახით, პირდაპორ კოსმოსურ ხომალდში გამოაცხვეს. 

დესერტი უწონადობის მდგომარეობაში, საეთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მომზადდა. პირველი ცდის ფარგლებში, 3 ორცხობილა გამოაცხვეს. ისინი დედამიწაზე კოსმონავტებთან ერთად ჩამოვიდა. ექსპერიმენტის მიზანი იყო, გამოეცადათ კოსმოსში საკვების მომზადების შესაძლებლობა, რომელიც ხანგრძლივი მისიებისას, განსაკუთრებით მოსახერხებელი და საჭიროა. 

კოსმოსში შოკოლადის ორცხობილები ნასას ასტრონავტებმა - ლუკა პარმიტანომ და ქრისტინა ქოჰმა მოამზადეს. პირველი კითხვა, რომელიც მედიის მხრიდან დაისვა იყო: -„როგორი გემო აქვს კოსმოსურ ორცხობილებს?“ პასუხად კი ნასას მეცნიერებმა თქვეს - „ჯერ არავინ იცის!“ ორცხობილები ლაბორატორიაში სპეციალურ შემოწმებას გადის. ტესტი დაადგენს, არის თუარა დესერტი უსაფრთხო და საკვებად ვარგისი. 

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები