Thumbnail

 Vine-ის შემქმნელმა 6-წამიანი ვიდეოების გაზიარების ახალი აპლიკაცია წარადგინა

  • ახალი აპლიკაცია, სახელწოდებით -  Byte გადმოსაწერად უკვე ხელმისაწვდომია. 
  • Vine  2012 წელს twitter-მა შეისყიდა, მოგვიანებით კი, მასზე ახალი ვიდეოების ატვირთვის ფუნქცია გამორთო. 

ინტერნეტის და სოციალური მედიის აქტიური მომხმარებლების უმეტესობისათვის ნაცნობია ვიდეოების გაზიარების პლატფორმა - Vine, რომელიც 2012 წლის ივნისში დაარსდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა. ეს იყო პლატფორმა, რომელზეც ნებისმიერი დასაშვები შინაარსის 6-წამიან ვიდეოები ზიარდებოდა. 2012 წლის შემოდგომაზე, Vine შეისყიდა twitter-მა, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ქსელში გაეშებოდა. 2017 წელს, twitter-მა განაცხადა, რომ Vine-ზე ახალი ვიდეოების ატვირთვა შესაძლებელი აღარ იქნებოდა. ეს ნიშნავდა იმას, რომ 200 მილიონზე მეტი აქიტური მომხმარებელი იმ სივრცის გარეშე დარჩა, რომელიც კონკრეტულად მოკლე ვიდეოების გაზიარებისათვის იყო განკუთვნილი. სწორედ ამიტომ, ამ მომხმარებლების უმეტესობამ, სხვადასხვა სოცვიალურ ქსელზე დაიწყო მსგავსი შინაარსის მასალის გაზიარება. 

Vine-ის თანადამფუძნებელმა დომ ჰოფმანმა გადაწყვიტა, ანალოგიური პლატფორმა კვლავ შეექმნა - მან 6-წამიანი ვიდეოების გაზიარების ახალი აპლიკაცია Byte წარადგოინა, რომელიც Vine-ის ერთგვარი იდეური გაგრძელდებაა.  Byte მობილური აპლიკაციაა და მისი გადმოწერა უკვე ხელმისაწვდომია. აპლიკაცია თავსებადია  Android-ისა და iOS-ის ოპერაციულ სისტემებზე მომუშავე სმარტფონებთან. 

კომენტარები

ბოლო ამბები