Thumbnail

IKEA-მ და Teenage Engineering-მა სახლის წვეულებებისთვის აუდიო ტექნიკა გამოუშვეს

  • Teenage Engineering სამომხმარებლო ტექნიკის მწარმოებელი შვედური კომპანიაა.
  • სერია ასევე მოიცავს IKEA-ს ტრადიციული პროდუქტების რამდნიმე ახლებურ ვერსიას.

ავეჯისა და ბინის აქსესუარების ცნობილმა კომპანია IKEA-მ, სამომხმარებლო ტექნიკის მწარმოებელ შვედურ კომპანია Teenage Engineering-თან თანამშრომლობით, კოლაბორაციული ხაზი გამოუშვა. გამოშვებული პროდუქტები აუდიო მოწყობილობებს წარმოადგენს, რომლებიც ძირითადად სახლის წვეულებებისათვის შეიქმნა. 

IKEA-ს და Teenage Engineering-ის ერთობლივი პროდუქტების სერია აერთიანებს ბიუჯეტური აუდიო სპიკერების სხვადასხვა მოდელს, დინამიკს და აუდიო სისტემაზე მგრძნობიარე სპეციალურ განათებებს. სერია ასევე მოიცავს IKEA-ს ტრადიციული პროდუქტების რამდნიმე ახლებურ ვერსიას, რომელიც საშუალებას მოგცემთ, სახლის წვეულებები მნიმალისტური, თუმცა, გემოვნებიანი აქსესუარების, ავეჯისა და ტექნიკის მეშვეობით სრულყოფილი გახადოთ. 

როგორც Teenage Engineering-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, სერიის შექმნის მთავარი იდეა არის ის, რომ აუდიო მოწყობილობებმა სახლისათვის, შესაძლოა, დეკორატიული დატვირთა შეიძინოს, ამიტომ, მომხმარებელს სწორი დიზაინით შექმნილი ტექნიკის შეუმჩნეველ ადგილზე განთავსება აღარ მოუწევს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები