Thumbnail

Motorola Razr-ის წინასწარი შეკვეთები იანვრიდან იწყება

  • თავდაპირველი გეგმის მიხედვით, Motorola Razr-ის გაყიდვები  2019 წელს, წინასაახალწლო პერიოდში უნდა დაწყებულიყო.
  • წინასწარი შეკვეთით გაყიდვები, საწყის ეტაპზე, მხოლოდ შეერთებული შტატების მასშტაბით მოქმედებს. 

2019 წელს დაანონსებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სმარტფონი - Motorola Razr დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ტექნოლოგიურ ბაზარზე ეშვება. მოწყობილობის შეკვეთა 26 იანვრიდან უკვე შესაძლებელია. წინასწარი შეკვეთით გაყიდვები, თავდაპირველად, მხოლოდ შეერთებული შტატების მასშტაბით  მოქმედებს. 

Motorola Razr ე.წ გასახსნელი სმარტფონია.  მოდელის გახსნისას, კლავიატურის ნაცვლად, მომხმარებლებს მთლიანი ეკრანი ხვდებათ, რომელიც თანამედროვე სმარტფონების ყველა ვიზუალურ და ტექნიკურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. აღსანიშნავია, რომ Motorola Razr-ს მოწყობილობის კორპუსზეც აქვს ერთი დამატებითი პატარა ეკრანი. Motorola-ს ახალი ჭკვიანი  მობილურის გარე ერკანი 2,7 დიუმია. მისი ძირითადი ფუნქციაა, მომხმარებელმა მოწყობილობის გახსნის გარეშე მიიღოს ისეთი ინფორმაცია, როგორიც არის  -  დრო, კალენდარი და სხვადასხვა შეტყობინება.  სმარტფონი  გადაშლისას სრულიად ტრანსფორმირდება და თვალსაჩინო ხდება მისი   6,2-დიუმიანი  OLED ეკრანი.  ტექნოლოგიურ ბაზარზე  Motorola Razr-ის ორი ვერსია გამოჩნდება, რომლებიც შიდა მეხსიერების მაჩვენებლით განსხვავდებიან ( 64GB და 128 GB). ასევე, შესაძლებელია სმარტფონში გარე მეხსიერების ბარათის ინტეგრირებაც. 

მოდელის გამოსვლა, თავდაირველად, 2019 წელს, წინასაახალწლო პერიოდში იგეგმებოდა, თუმცა, მწარმოებელმა კომპანიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და Motorola Razr-ის გაყიდვაში ჩაშვების დრო გადადო. მიზეზად რეკორდული რაოდენობის მსურველი დაასახელა. Motorola-მ აღნიშნა, რომ სურდა, შეკვეთების მოსალოდნელი რაოდენობისათვის მზად ყოფილიყო. გაყიდვაში ჩაშვების დრო წინასწარ არ დაანონსებულა, თუმცა, საბოლოოდ ეს თარიღი 2020 წლის 26 იანვარი აღმოჩნდა. Motorola Razr-ის ფასი 1,500 ამერიკული დოლარიდან იწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები