Thumbnail

Youtube კიბერსპორტის წამყვანი ტურნირის - Call of Duty League-ის პარტნიორი გახდა

  • Call of Duty League-ის 2020 წლის სეზონი 24 იანვარს დაიწყო.
  • Youtube-სა და Activision Blizzard-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მრავალწლიანია და ტურნირის სტრიმინგს მსოფლიოს მასშტაბით ითვალისწინებს.

Call of Duty League მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თამაშის სახელით ორგანიზებული კომპიუტერული სპორტის, იგივე კიბერსპორტის ტურნირია. ლიგა 2016 წლიდან ტარდება და მის ფარგლებში მონაწილეები Call of Duty-ის თამაშში უპირისპირდებიან ერთმანეთს. პროცესს სტრიმინგის მეშვეობით, ქსელში უამრავი ადამიანი ცოცხალ რეჟიმში ადევნებს თვალს. 

Call of Duty -ის სერიებს ვიდეო თამაშების ამერიკული ჰოლდინგი Activision Blizzard ფლობს, შესაბამისად, ტურნირის ორგანიზატორიც ის არის. ჰოლდინგთან ექსკლუზიური თანამშრომლობის ხელშეკრულება ვიდეოების გაზიარების ყველაზე პოპულარულმა კომპანია Youtube-მა გააფორმა. Call of Duty League 2020 წლის სეზონის მიმდინარეობა, სწორედ ამ პლატფორმაზე ისტრიმება. 

Youtube-სა და Activision Blizzard-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მრავალწლიანია და ტურნირის სტრიმინგს მსოფლიოს მასშტაბით ითვალისწინებს. გამონაკლისია მხოლოდ ჩინეთი. Call of Duty League-ის 2020 წლის სეზონი, 24 იანვარს დაიწყო. საპრიზო ფონდი, საერთო ჯამში, 6 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

ბოლო ამბები