Thumbnail

Super Bowl-ზე  Porsche-ს ახალი ელექტრომობილის - Taycan-ის რეკლამას აჩვენებენ

  • ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა Super Bowl -ზე Porsche-ს რეკლამა გავა. 
  • სარეკლამო რგოლში სიუჟეტი Porsche-ს მუზეუმში ვითარდება, რომელიც გერმანიაში, შტუტგარტში მდებარეობს.

პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი, იგივე Super Bowl, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სანახაობრივი სპორტული მოვლენაა, რომელიც ყოველ წელს ტარდება შეერთებულ შტატებში. გარდა მატჩებისა, Super Bowl სარეკლამო, კინო და სატელევიზიო ინდუსტრიისთვისაც სტრატეგიული პლატფორმაა, რამდენადაც ლიგის მსვლელობისას, სხვადასხვა სარეკლამო და საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება იმართება. Super Bowl წელს თებერვლის დასაწყისში  გაიხსნება. მაყურებელი ლიგის მსვლელობისას, ავტომწარმოებელი კომპანია Porsche-ს ახალი ელექტრო ავტომობილის Taycan-ის რეკლამას იხილავს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა Super Bowl -ზე Porsche-ს რეკლამა იქნება ნაჩვენები. 

სარეკლამო რგოლში სიუჟეტი Porsche-ს მუზეუმში ვითარდება, რომელიც გერმანიაში, შტუტგარტში მდებარეობს. მუზეუმში იპარება ქურდი, რომელიც Taycan-ს იპარავს. ამის შემდეგ, ვიდეოში ჰოლივუდური ბლოკბასტერის სტილის რბოლა იწყება. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები