Thumbnail

Pinterest მომხმარებლებს ვირტუალური მაკიაჟის გაკეთების შესაძლებლობას სთავაზობს

  • დამატებული რეალობის კატალოგი Sephora-ს, Urban Decay-ის, NYX-ის და Lancôme-ის ტუჩსაცხების სხვადასხვა ხაზს აერთიანებს. 
  • Try On ფუნქციის გააქტიურება, Lens ტექნოლოგიით არის შესაძლებელი, რომელიც გამოსახულების მიხედვით, პლატფორმაზე ობიექტების ძიებას უზრუნველყოფს

პოპულარული სოციალური მედიის - Pinterest-ის აპლიკაციაზეახალ ფუნქცია გააქტიურდა. დამატებული რეალობის ტექნოლოგიით, შესაძლებელია მაკიაჟის გაკეთება. Try On ფუნქციის მეშვეობით, რეალურად არსებული, მომხმარებლები სხვადასხვა ცნობილი კოსმეტიკური ბრენდის ტუჩსაცხს ვირტუალურად „წაისვამენ“. როგორც პლატფორმის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს სერვისი საკმაოდ პრაქტიკულია, რამდენადაც დაინტერესებულ ადამიანებს ყველაზე მოთხოვნადი დეკორატიული კოსმეტიკური პროდუქტის შერჩევაში ეხმარება. აპლიკაციის ბაზა Sephora-ს, Urban Decay-ის, NYX-ის, Lancôme-ის სხვადასხვა ცნობილი მწარმოებლის ტუჩსაცხებს აერთიანებს. 

Pinterest აღნიშნული სერვისი უზრუნველყოფილია Lens ტექნოლოგიით, რომელიც გამოსახულების მიხედვით, პლატფორმაზე ობიექტების ძიებას ხდის შესაძლებელს. რაც შეეხება ვირტუალური მაკიაჟის ფუნქციას - სარგებლობისათვის, მომხმარებელმა Lens კამერის ღილაკს უნდა დააჭიროს, ამის შემდეგ კი, Try On ფუნქცია გაააქტიუროს. შესაბამისი ტუჩსაცხის და მისი ფერის არჩევის შემდეგ, შესაძლებელია კონკრეტული პროდუქტის მწარმოებელი ბრენდის ვებ გვერდზე პირდაპირ გადასვლაც. 

კომენტარები

ბოლო ამბები